ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

19/12/2019

ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში (სოფ. ჯუნეწერი; გვიმბალაური; ტაბანათი; ახალსოფელი; ღრმაღელე; წყალწმინდა; შრომისუბანი; გულიანი; წიაღობანი), განხორციელდა 1470 გრძივი მეტრი წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება – 1 101 329 ლარს შეადგენს.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. სულ ლანჩხუთში განხორციელდა 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. დაიხარჯა 2 248 000 ლარი, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1380 ოჯახს. პროექტებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0