ლანჩხუთში 500 – მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთში 500 – მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. ადგილობრივი მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონის ხელმძღვანელ დავით ცერცვაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. ივნისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაობი უკვე დასრულებულია რამდენიმე ქუჩაზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

Visited 133 times, 1 visit(s) today