„ლანცეტმა“ საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

03/10/2017

მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ.
საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში
2012 წლის შემდეგ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გატარებული რეფორმის შედეგად საქართველომ მიაღწია ათასწლეულის განვითარების გეგმით განსაზღვრულ სამიზნეს და 2/3-ით შეამცირა ნეონატალური სიკვდილობა
საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ნეონატალური სიკვდილობა შემცირდეს 5-მდე ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0