ლარსის გამშვებ პუნქტზე სასწრაფო სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს. საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორებს, სამედიცინო დახმარება ადგილზე მიეწოდებათ. ეკიპაჟი სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უკვე მეორე დღეა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა შექმნილი ვითარების გამო მიიღო. ვიზიტორებს გამშვები პუნქტის გადმოლახვა შეფერხებით უხდებოდათ.

Visited 318 times, 1 visit(s) today