ლატვია-საქართველოს მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სიონის ქუჩაზე გაიმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლატვია-საქართველოს საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას დიდ ეკრანზე, სიონის ქუჩა N8-ში, ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს და მასზე დასწრება თავისუფალია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის IV ტურის შეხვედრას დღეს, რიგაში, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.

Visited 156 times, 1 visit(s) today