ლაშა აბაშიძე პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

19/06/2017

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ლაშა აბაშიძის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში, ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. „რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, პეკინის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვიდან დღეს პირველი სამუშაო დღეა, შესაბამისად, მოლოდინი იყო, რომ შეფერხებები იქნებოდა, თუმცა შეზღუდვებს მნიშვნელოვანი გართულება არ მოყოლია“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0