ლაშა გოგია ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლებს შეხვდა

05/12/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერ გია გულორდავასთან ერთად ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლებს შეხვდა და მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ზუგდიდის მასშტაბით ჯამში 26 ა(ა)იპ-ია, რომელთაგან რეორგანიზაციის შემდეგ 10 ა(ა)იპ დარჩება. როგორც შეხვედრაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია და ამჟამად სტრუქტურაზე მუშაობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0