ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო თათბირი გამართა

26/01/2018

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო თათბირი გამართა.
მერმა მიიღო ინფორმაცია გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
თათბირზე ყველა სამსახურმა წამოადგინა იანვრის თვის ანგარიში. ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურების მიერ 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოებსა და გეგმებს გაეცნო. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედებული პროგრამები და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერი ქვეპროგრამები.
ბათუმის მერმა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშრებით მითითებები და დავალებები მისცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0