ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა

13/11/2017

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამსახურის ხელმძღვანელებმა საკუთარ სამსახურებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ მერია ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფასა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე.
შეხვედრა თითოეული სამსახურის უფროსთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0