ლაშა კომახიძემ ჩაიკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

20/11/2017

დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჩაიკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ასფალტის საფარის I ფენა დაიგო. ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა ბორდიურები და ტროტუარების ძირითად ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხზე ეზოების სანიაღვრე მილების ინდივიდუალური დაერთება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 852 ათას 140 ლარი გამოიყო. დღესვე, ბათუმის მერმა ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0