ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

16/03/2017

გრძელდება ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრები, რომელის მიზანია საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტება.
დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დასვეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს.
ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან გამოთქმულ კონკრეტული წინადადებებზე, ისე როგორც სხვა ბიზნესგაერთიანებების შენიშვნებზე, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0