ლევან გორგილაძემ დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალარჩეულმა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის მოხელეებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თვითმმართველობის წევრებთან სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განსახორციელებელ გეგმებზე გააკეთა ძირითადი აქცენტები.
მოქმედ მერს უფლებამოსილება დღესვე ოფიციალურად გადააბარა დავით დუმბაძემ და სიმბოლურად გასაღები გადასცა. სამუშაო მაგიდასთან კი ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაახვედრა, რომელიც ქედის განვითარებისთვის პრიორიტეტულია.

Visited 188 times, 1 visit(s) today