ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დირექტორის მოადგილეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID (ეკონომიკური განვითარების ოფისი) დირექტორის მოადგილეს ვერონიკა ლის, USAID-ის კონტრაქტორი „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელის მოადგილეს ნინო ჩოხელს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ირიგაციის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში გარემოსდაცვითი თემები პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე ნინო ჩოხელმა „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული წყლის რესურსების მართვის რეფორმის დოკუმენტი წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ლევან დავითაშვილის განცხადებით სექტორალური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დონორების ჩართულობა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის.
ვერონიკა ლიმ აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების სწორი ხედვა გააჩნია, რასაც შეთანხმება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ცხადყოფს და კონსოლიდირებულ სამინისტროსთან გარემოსდაცვითი თემების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე, ნინო თანდილაშვილი და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია ესწრებოდნენ.

Visited 277 times, 1 visit(s) today