ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს, ფიტოსანიტარიული საკითხებში ექსპერტს, არტურ შამილოვს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერებას, მავნე ორგანიზმების განვითარების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემისთვის მონაცემების შეგროვების სისტემის გაუმჯობესებას. ასევე, გაძლიერდება მცირე ფერმერების შესაძლებლობები და უნარები მცენარეთა ადაპტირებასა და გამოყენებაში, მოხდება დაცვის ინტეგრირებული მეთოდების პოპულარიზაცია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ.

Visited 151 times, 1 visit(s) today