ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.

Visited 69 times, 1 visit(s) today