ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლების მანძილზე გაწეულ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინსტრუმენტის საშუალებით ახორციელებს.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს და ელჩს ორი უწყების – გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანების შედეგად მიღწეული შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და სოფლად შინამეურნეობების განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ფერმერებისთვის მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში” (ENPARD) მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში” არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის იღებს.
მინისტრმა ევრო კავშირის წარმომადგენლობას წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Visited 97 times, 1 visit(s) today