ლევან დავითაშვილი ,,ვინექსპო ბორდო 2017“ (Vinexpo Bordeaux 2017) გახსნას დაესწრო

19/06/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ღვინის საერთაშორისო გამოფენის ,,ვინექსპო ბორდო 2017“ (Vinexpo Bordeaux 2017) გახსნას დაესწრო. Vinexpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ბორდოს გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკვე მეორედ იღებს მონაწილებას გამოფენაში ,,ვინექსპო ბორდო“ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0