ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

27/04/2017

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მეფის აბდულ აზიზის არაბული ცხენების ცენტრი დაათვალიერა, სადაც წმინდა სისხლის არაბული და მსოფლიოში იშვიათი ჯიშის ცხენების გენეტიკური ბანკია დაცული. ადგილზე ხორციელდება ცხენების ჯიშების გამოყვანა და მათი ხელოვნური განაყოფიერება.
ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაფრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენდენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0