ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

30/01/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, მექანიზაციის, ირიგაციის და მიწის მართვის მიმართულებებით.
ლევან დავითაშვილმა პასკალ მენიეს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ელჩს ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს.
როგორც პასკალ მენიემ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს დარგის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ელჩმა ლევან დავითაშვილს საფრანგეთში მესაქონლეობის მიმართულებით დაგეგმილი გამოფენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნულ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0