ლევან დავითაშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 11 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ საპატიო სიგელები და მედლები გადასცა

01/09/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 11 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.
საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭათ:
• მაია მანიას;
• ალექსანდრე ჩხეიძეს;
• არჩილ ქურდიანს;
• ნუგზარ ხვედელიანს;
• მერაბ ბოლქვაძეს;
• დავით მახარობლიშვილს;
• დემურ ელოშვილს;
• ნანა ახვლედიანს.
საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:
• გივი გავარდაშვილს;
• გიორგი ბიჭიაშვილს;
• ლევან კლიმიაშვილს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და თავი გამოიჩინეს არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობის და სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად ანიჭებს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0