ლევან ზაუტაშვილის ინიციატივით დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მძღოლებს საკვები პროდუქტები გადასცეს

24/12/2017

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მძღოლებს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილის ინიციატივით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები გადასცეს. მერიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას და დამატებით საჭიროებებს. როგორც მოგეხსენებათ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0