ლევან ზაუტაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

22/08/2017

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. გუბერნატორი ადგილზე გაეცნო სიონის წყალსაცავისა და მიმდებარე ტყის მასივის სანიტარულ მდგომარეობას. დაბა სიონის რწმუნებულთან ერთად დაიგეგმა ტერიტორიის ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესასრულებელი ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში ლევან ზაუტაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის დეპარტამენტის თიანეთის სატყეო უბნის უფროსს ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა და ხანძრის პრევენციის მიმართულებით გატარებულ ზომებს გაეცნო. ვითარება ამ ეტაპზე სრულად კონტროლირებადია. სააგენტოს ტყის მცველები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაუფრთხილებლობით გამოწვეული ხანძრის პრეცედენტები.
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა საყდრიონის მშენებარე საბავშვო ბაღიც დაათვალიერა. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას შ.პ.ს. „სიმვოლ-ის წარმომადგენლობა საქართველოში“ ახორციელებს და პროექტის დასრულებას მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0