ლევან ზაუტაშვილი ჟინვალის მოსახლეობას შეხვდა

27/02/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა ჟინვალის მოსახლეობას, უშუალოდ ტერიტორიული ერთეულის მცხოვრებლებისგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აწუხებთ, გაეცნო ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს და ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე. გუბერნატორმა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა ჟინვალის ტერიტორიული ერთეულისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის გზებზე და პროცესებში სამხარეო ადმინისტრაციის სრული ჩართულობა დააანონსა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0