ლევან ზაუტაშვილი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის მენეჯერს შეხვდა

14/02/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის მენეჯერს დავით შუხოშვილს, მცხეთის სერვისცენტრის მენეჯერს ნიკოლოზ ნოზაძეს, კომპანიის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ბერიანიძე, სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარინა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქსნის, ციხისძირის, ქსოვრისის, მუხრანის, წეროვნის, არმაზის ტერიტორიულ ერთეულებში წყალმომარაგებასთან, წყლის სანიტარულ მდგომარეობასთან, საკანალიზაციო სისტემის მოწყობასთან, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განიხილეს პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები და დაგეგმეს შესაბამისი ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0