ლევან ზაუტაშვილი შეხვდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Tourism Development International ” წარმომადგენლებს

28/11/2017

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „Tourism Development International (TDI)” წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის“ შესახებ. პროგრამის ფარგლებში მოხდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის შერჩევა, სადაც TDI-ის წარმომადგენლები მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ფოკუს-ჯგუფების ჩატარება.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში არაერთი პროექტი ხორციელდება. რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა კიდევ ერთი მისასალმებელი წამოწყებაა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0