მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილეებთან მანანა ნარიმანიძესთან და ბესიკ თალაკვაძესთან ერთად, ე.წ. გუდაურის გადასახედზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი . სამუშაოების შედეგად მოეწყო პარკირების სივრცე, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, აღდგა მოზაიკა, დაეგო ასფალტი, გაკეთდა გარე განათება და დაიდგა სკამები.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
Visited 156 times, 1 visit(s) today