ლევან ზაუტაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩეხური ორგანიზაციის „People in Need“ წევრებთან

17/11/2017

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩეხური ორგანიზაციის „People in Need“ წევრებთან. ამ ორგანიზაციის პროექტები სამ ძირითად სფეროს მოიცავს, ესენია: სოფლის მეურნეობის განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ამ ეტაპზე, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში “ფიფლ ინ ნიდ” ახორციელებს პროექტებს იმერეთში (წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ტყიბული) რაჭაში (ონი, ამბროლაური) და ყაზბეგში (სოფლის განვითარება).
შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვიცე გუბერნატორი ბესიკ თალაკვაძე და დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0