ლევან იზორიამ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

03/11/2017

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გურმუქჩუსთან, რომელსაც დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.
ლევან იზორიამ თურქ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე თურქეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0