ლევან იზორია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

18/04/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი უმასპინძლებს.
პირისპირ საუბრისას მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0