ლევან იზორია საბერძნეთის ახალ ელჩს შეხვდა

22/02/2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ახლად დანიშნულ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბლისს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა საბერძნეთის ელჩს წარმატება უსურვა და საქართველოს მიმართ საბერძნეთის მიერ გაწეულ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული და კონცეპტუალური ცვლილებების განხორციელების პროცესში, საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც საქართველოს არსებული რესურსებით ჰიბრიდული ომის საფრთხეების გადაჭრაში ეხმარება. თავდაცვის მინისტრმა ელჩთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა რომ უახლოეს მომავალში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის უწყებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე აქტიურად ითანამშრომლებენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დაგეგმილ ვიზიტს. მხარეებმა ისაუბრეს საზღვაო უსაფრთხოების, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებებში საბერძნეთის ჩართულობის საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0