ლევან იზორია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ირანის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკის გაძლიერებაში დიპლომატიის როლის მნიშვნელობა აღნიშნა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირებიც განაპირობებს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ირანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 153 times, 1 visit(s) today