ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციისთვის, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, მუდმივი წევრები კი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუმცა როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პრობლემა არ არის“.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის გარდა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შს და თავდაცვის სამინისტროებში ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ვახტანგ გომელაური ბრუნდება.

Visited 98 times, 1 visit(s) today