ლევან კუპრეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

30/11/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სენაკის მერს გააცნეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ჩართულობის აუცილებლობა უმნიშვნელოვანეს პროექტებში. მერიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთობლივ თანამშრომლობაზე ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდების გამოვლენის და მათი გააქტიურების ხელშესაწყობად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0