ლევან ლიპარტიამ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბორჯომთან დამეგობრებულმა ქალაქ პოლტავას დელეგაციის წევრებმა მერს ქალაქის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვეს და ტრადიციული საჩუქრები გადასცეს. მხარეემა ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხელმძღვანელმა პირებმა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებიც განიხილეს, სადაც ქართველი და უკრაინელი სკოლის მოსწავლეები ჩართვებიან. ქართულმა მხარემ ქალაქ პოლტავას დღესასწაულზე ფოლკლორული ანსამბლის მიპატიჟებაც მიიღო.

„ბორჯომი და პოლტავა 2011 წლიდან დამეგობრებული ქალაქების სტატუს ატარებენ. ზოგადად ქართველ და უკრაინელ ხალხს მეგობრობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. ორ ხალხთა შორის თბილი და სამაგალითო ურთიერთობით ჩვენც ვამაყობთ. დაბა ბაკურიანში ხომ საუკუნე ნახევარზე მეტია ეს ორი ხალხი ერთად ცხოვრობს და განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ერთმანეთს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება ყველა ის სამომავლო პროექტი, რომელიც ამ ორ ხალხს კიდევ უფრო დაახლოვებს“- აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრებს შორის ქალაქ პოლტავაში მოღვაწე ქართველი რამაზ ზარქუაც იყო. ვიზიტის ფარგლებშისტუმრები დაბა ბაკურიანში უკრაინულ დიასპორასაც შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში არსებული ღირშესანიშნაობებიც დაათვალიერეს. შეხვედრას მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ.

Visited 171 times, 1 visit(s) today