ლევან მაკალათია თანამშრომლებს და საზოგადოების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა

13/11/2017

აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ლევან მაკალათია თანამშრომლებს და საზოგადოების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.
გუბერნატორმა აბაშაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ახალ მერს წარმატებები უსურვა.
თავის მხრვ, თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო აბაშის ახალმა მერმა ლევან მაკალათიამ. გუბერნატორმა და მერმა აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ლევან მაკალათია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულ¬ტეტის კურსდამთავრებულია.
2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად; 2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი; 2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი; 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 2015-2017 წლები – შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0