ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა

08/04/2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე სამშენებლო სექტორის, ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით.

„დღეს გაიმართა შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან – ჩინეთის სხვადასხვა ინდუსტრიული პროვინციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესასწავლად. განხილვის თემები იყო: მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარება საქართველოში, სამშენებლო სექტორი, ვაჭრობა, ლოგისტიკა და ტურიზმი”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0