ლევან სანიკიძე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად,
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, კატალინ ცაკუს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში, რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის თაობაზე დისკუსიას ადგილობრივ მთავრობასთან, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიზანია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. საქართველოში 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მოქმედებს და მისი ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სოციალური დიალოგისა და სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და უპირატესობას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ დონეზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია შრომითი ურთიერთობების სფეროში რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრისა და იმერეთში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის შემდგომი ნაბიჯების შესახებ. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერითა და დანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Visited 37 times, 1 visit(s) today