ლევან შონია სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორს შეხვდა

27/11/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორს ნიკა გამყრელიძეს და კომპანიის ტოპ-მენეჯმენტს შეხვდა. სამედიცინო კორპორაციის ხელმძღანელებმა გუბერნატორს ზუგდიდის რეფერალურ პოსპიტალში დაგეგმილი ცვილებები და სიახლეები გააცნო.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორთან შეხვედრაზე განაცხადესშეიცვალა რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯმენტი, იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება და სპეციალისტების მოწვევა, როგორ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ასევე უცხოეთიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0