ლევან ხარაბაძემ რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

10/04/2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რეგიონის საგნმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა რეგიონის რწმუნებულს მათი სამუშაო სპეციფიკის, საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე. რეგიონის რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლას ჰქონდეს შესაბამისი პირობები, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო და სრულფასოვან გარემოში შეძლონ განათლების მიღება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შიდა ქართლის რეგიონში 19 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0