ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს PDP ხელმძღვანელს შეხვდა

09/02/2017

ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელს, ნატოს პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელს მარჩელ კოზიელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საკითხების განხილვა იყო. დაფიქსირდა ახალი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ნატოს მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების პროგრამის მორგებას, თავდაცვის სამინიტროს ახალი გუნდის მიერ გაცხადებული რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების იმპლემენტაციისთვის. როგორც შეხვედრაზე მარჩელ კოზიელმა აღნიშნა, განიხილება 2008 წელს დაწყებული პროგრამის კიდევ ორი წლით გაგრძელება. პროგრამის ფარგლებში, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, თავდაცვის პრიორიტეტული მამართულებების განხორციელების მხარდაჭერა გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0