ლელოვანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

28/07/2016

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია ორი საბავშვო ჯგუფისათვის, შედგება: ორი სათამაშო, ორი საძინებელი (თითოეული საკუთარი სველი წერტილით), სამზარეულოს, აღმზრდელთა ოთახის, და კარიდორისაგან.
ამ ეტაპზე განახლებულია შენობის სახურავი და კარ-ფანჯარა.
პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 114 184 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ლელოვანში და მიმდებარე სოფლებში საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოდერძი სხირტლაძემ პირადად მოინახულეს.
პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0