ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები

17/05/2021

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რამაზ ქურასბედიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა ლენტეხის სოფლების წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელებში: ლექსურა, “გიოშერის” უბანი, სოფ. მელურა “ნაკიდოშერის” უბანში და მელურაში წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ასრულებს შპს “ჯი თი ჰოლდინგი”. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება შეადგენს 129489,76 ლარს. აღნიშნული პროექტი დაბა ლენტეხის მიმდებარე სოფლებში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ემსახურება, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0