ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

12/11/2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.ამ ეტაპზე, სოფელ ხელედში შიდა საუბნო გზის, რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტით განსაზღვრული არმირებული ბეტონის საფარი დაიგება 302მ-ზე, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “ბნმ” ჯგუფი ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულება 78, 878 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მოადგილესთან ბერდია ჩანქსელიანთან ერთად დაათვალიერა.

“აქტიურად ვმუშაობთ ყველა სოფელში საუბნო გზის მოწყობაზე. ამიტომ წელსაც ერთ-ერთი პრიორიტეტი გზების რეაბილიტაციაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის”-გია ონიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0