ლენტეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

21/01/2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის სრული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში Მოეწყო სცენა-გახმოვანება და მონტაჟი, ჩატარდა ელექტრო მონტაჟის, წყალმომარაგების, ცეცხლდაცვის, კანალიზაციისა და გათბობის სამუშაოები. სრულიად განახლდა ინვენტარი. ხელშეკრულების ღირებულება 2143403 ლარს შეადგენს. სამუშაოები შეასრულა შპს “ჯორჯიან ბილდინგ კომპანი”. Პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დააფინანსებთ განხორციელდა. დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან და ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0