ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების ნაწილი აღდგენილია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების ნაწილი აღდგენილია, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, სოფლებთან დაკავშირება სამანქანო გზით შესაძლებელია. მიმდინარე სამუშაოები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან-ბადრი ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერეს და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ამ დრომდე შეფერხებულია გადაადგილება ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, სადაც მდინარეების ხელედურასა და მანანაურის ადიდების შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზა, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აგრეთვე, შეზღუდულია მოძრაობა სოფ.ხერიის მიმართულებით, რაც გამოიწვეულია სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის ჩამოშლით. იგეგმება დროებითი ალტერნატიული გზის მოწყობა. რეგიონის ხელმძღვანელებმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სტიქიის შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა.

Visited 105 times, 1 visit(s) today