ლენტეხი-ბავარის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

25/04/2021

ლენტეხი-ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. პროექტის სამუშაოები დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმოადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ლენტეხი – ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ კმ1-კმ7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაგეგმილია, მოეწყოს 18 სმ-ის სისქის და ზოგ ადგილებში მაქსიმუმ 6 მეტრის სიგანის ბეტონის საფარი. აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო და დასრულდება მიმდინარე წლის 30 ნოემბერსაა დაგეგმილი. პროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს “აპია” ახორცილებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებად 4 944 699 ლარია განსაზღვრული. ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0