ლესის საჯარო სკოლას გიორგი ლომაძის სახელი ეწოდა

27/04/2017

დღეს ლესის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპული გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა. სტუმრებმა თავდაპირველად გიორგის საფლავი შეამკეს ყვავილებით. შემდეგ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად სოფლის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი ლესის საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს. სკოლაში იქ, სადაც გიორგი სწავლობდა, ამჟამად მისი სახელობის მუზეუმია განთავსებული. სწორედ აქ ინახება გიორგის პირადი ნივთები და ქუდი, რომელიც უკანაკნელად ეხურა თავზე… ლესის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა საგანგებოდ მომზადებული კონერტიც წარმოადგინეს… ლესაში იმყოფებოდა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი ვლადიმერ იმნაძე, მხარის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და ა.შ. გიორგი ლომაძე 1979 წელს დაიბადა. 1996 წელს დაასრულა ლესის საჯარო სკოლა. შემდეგ კი საქართველოს სამხედრო ძალებს შეურთდა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა. 2004 წელს 12 აგვისტოს სამაჩაბლოში დაიღუპა გიორგი…იგი მეთერთმეტე მექანიზებული ბრიგადის, 113-ე მსუბუქი ქვეითი ასეულის ნაღმტყორცნელი იყო. სნაიპერის ტყვიამ შეიწირა მისი სიცოცხლე… ზვარაკად შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე, რომლის სახელის უკვდავსაყოფად მომავალი თაობა ყველაფერს გააკეთებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0