ლიბერალებთან ჩვენ არასდროს ვითანამშრომლებთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,,მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ არჩევნებში რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება.
“არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ.
ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

Visited 143 times, 1 visit(s) today