ლიკანში მესხეთის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა

20/09/2017

ლიკანში მესხეთის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. ჯამში ასფალტობეტონის საფარი 1 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო. გზის ორივე მხარეს მოეწყო რკინა-ბეტონის ღარები, ასფალტი დაიგო ასევე კორპუსების შიდა ეზოებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონი მოეწყო ნიკოლაძის ქუჩაზე, ვაშლოვანის დასახლებაში კი სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტის გზით სარგებლობდა რკინა-ბეტონის საფარი 6 ჩიხში მოეწყო. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0