ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის “თბილისი 2016” ჟიურიმ მუშაობა დაასრულა

29/09/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის “თბილისი 2016”-ის ჟიურიმ საკონკურსი ნამუშევრებზე მუშაობა დაასრულა.
გამარჯვებულების გამოვლენა და მათი ოფიციალური დაჯილდოვება, ოქტომრის თვეში, “თბილისობის” ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.
ნომინაციებში-წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები, ასევე წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომი და ჟიურის სპეციალური პრიზი -გამარჯვებულებს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.
ნომინაციაში გამარჯვებულებთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო და მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი – ხოხბის ქანდაკება. კონკურსი საკრებულოს ეგიდით წელს მეორედ ტარდება და მისი მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებით პოტენციალის გამოვლენაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0